воскресенье, 6 сентября 2015 г.

სასკოლო პროექტი



პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:  ,,ჩვენს შესახებ’’.
მიზანი:  კვლევის ჩატარება მოსწავლეების მიერ საკუთარ კლასში და მისი შედეგების გაცნობა საზოგადოებისათვის.
სასწავლო მიზანი: კვლევითი უნარჩვევების განვითარება;  თანამშრომლობითი, სოციალური, ცოდნის ტრანსფერის კომპენტენციების განვითარება.
საგანთა ჯგუფი: მათემატიკა, ისტ.
კლასი: VI.
დასაწყისი:
დასასრული: 6 ივნისი, 20014 წელი.
პროექტის მიზნები და ამოცანები:

  •  მოსწავლეების მიერ კვლევის დაგეგმვა;

  •  გამოკითხვის ანკეტის შედგენა;
  • გამოკითხვის ჩატარება;

  •  მონაცემების დამუშავება, ცხრილების შედგენა, გამოთვლების ჩატარება;

  •  სვეტოვანი და წრიული დიაგრამების აგება;
  • კვლევის ანალიზი და მის საფუძველზე მიღებული დასკვნის გაკეთება;

  • პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:
მათ.11. VI. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება;
მათ. 12.VI. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა;
მათ. 13. VI. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
რესურსები:  სუფთა ფურცლები ანკეტებისათვის, კომპიუტერი, პრინტერი, ფორმატის ქაღალდები, ფანქარები, ფლომასტერები, ტრანსპორტირი, პროექტორი.
 მასწავლებელები:  

  •  მათემატიკა- მარინა გაბისონია;

  • ისტ - თეა ხარებავა.